სექსუალური ძალადობა

MEL C: თურქეთში SPICE GIRLS-ის კონცერტის წინ ჩემზე სექსუალურად იძალადეს

BBC

Spice Girls-ის ყოფილი წევრის, Mel C-ის თქმით 1997 წელს, თურქეთში, სასტუმროში მასზე სექსუალურად იძალადეს. შემთხვევა კონცერტი დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

"ჩემზე სასტუმროს თანამშრომელმა, მასაჟისტმა სექსუალურად იძალადა. თავი შეურაცხყოფილად და შერცხვენილად ვიგრძენი. არავის არაფერი ვუთხარი, ეს ამბავი Spice Girls-ის პირველი კონცერტის წინ მოხდა და მთლიანად შოუზე ვიყავი კონცენტრირებული. არ მინდოდა დიდი ამბავის ატეხვა და თანაც დრო არ მქონდა. დროსთან ერთად ეს ამბავი დამავიწყდა, საკუთარ თავში "დავმარხე" ეს ამბავი. ახლა მემუარზე მუშაობისას ამომიტივტივდა და დეტალურად გამახსენდა. თავიდან ვფიქრობდი საჭირო იყო თუ არა საერთოდ ამაზე ლაპარაკი, მერე მივხვდი, რომ მსგავს საკითხებზე ხმამაღლა ლაპარაკი აუცილებელია". – ამბობს მომღერალი ინტერვიუში.

მელ სი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გერლ ბენდის, Spice Girls-ის წევრი იყო. ჯგუფის დაშლის შემდეგ დაიწყო სოლო კარიერა. სახელი გაითქვა ჰიტებით Turn To You, Never Be The Same Again.

კომენტარები