რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ ლავროვს ვიზა მისცა, იგი გაეროს გენერალურ ასამბლეას ნიუ-იორკში დაესწრება

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაეროს მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეკრებაზე დასასწრებლად ნიუ-იორკში გამგზავრებისთვის ვიზა მისცა

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს 56 ვიზა სთხოვა. Reuters-ი რუს დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 24 ვიზა დაამტკიცა. გაურკვეველია, მიიღო თუ არა რუსეთმა ვიზები ეკიპაჟისთვის. შესაძლოა, ლავროვს ნიუ-იორკში კომერციული თვითმფრინავით წასვლა მოუწიოს.

მანამდე, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს წერილი რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილ ნებენზიამ მისწერა და აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაშინგტონი გაეროს სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად რუსი დელეგატებისთვის "ვიზების გაცემაზე" მუდმივად უარს ამბობს. ეს გადაწყვეტილება ელჩმა "საგანგაშოდ" შეაფასა. 

1947 წლის გაეროს შტაბ-ბინის შეთანხმების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ზოგადად ვალდებულია დაუშვას გაეროში წვდომა უცხოელი დიპლომატებისთვის. მაგრამ, ვაშინგტონის განმარტებით, მას შეუძლია უარი თქვას ვიზებზე "უსაფრთხოების, ტერორიზმისა და საგარეო პოლიტიკის" მიზეზების გამო.

კომენტარები