რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლაფ შოლცი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, შოლცმა მოუწოდა პუტინს, იპოვოს ისეთი დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და რუსული ჯარების რაც შეიძლება მალე სრულად გაყვანაზე იქნება დაფუძნებული. 

საუბარი 90 წუთი გაგრძელდა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, შოლცმა ხაზი გაუსვა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, გააგრძელოს მარცვლეულთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების შესრულება, რომელსაც გაერო უჭერს მხარს.  

"კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსული ანექსიის შემდგომი ნებისმიერი ნაბიჯი პასუხის გარეშე არ დარჩება და არავითარ შემთხვევაში აღიარებული არ იქნება". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები