რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლება ოკუპანტებისგან გათავისუფლდა

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში "წმენდა გრძელდება"

"ლიმანის საბოლოო დეოკუპაციის შემდეგ ჩვენია უპირატესობა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის დეოკუპაცია ახლოსაა.  იყავით თავშესაფრებში. დასახლებებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ ადგილობრივები გამიგებენ. მიმდინარეობს ლუგანსკის მიწის ყოველი სანტიმეტრის აღდგენა".- აცხადებს გაიდაი. 

გაიდაიმ ასევე პირობა დადო, რომ იპოვის ყველა კოაბორაციონისტს ლუგანსკის რეგიონში.

"იმ დასახლებებში, სადაც ოკუპანტების დარჩნენ - მათი მებრძოლები დემორალიზებულები არიან, ემზადებიან დამარცხებისთვის, ასევე სურთ გაქცევა და დალევა".- წერს გაიდაი Telegram-ზე. 

გაიდაის თქმით, მან ლყგანსკის ოლქის თემის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, რათა ისინი მზად იყვნენ სწრაფად დაბრუნდნენ დასახლებებში.

"ჩვენ უკვე ვემზადებით საზოგადოების ცხოვრების პროცესის აღსადგენად, ჩვენ ველოდებით წინსვლას. კოლაბორაციონისტების საყურადღებოდ, დარჩით და იმედი გქონდეთ, რომ არ გვემახსოვრება. თუ წახვალთ და დაიმალებით - ყველას ვიპოვით, სადაც არ უნდა იყოთ. 2014 წელი აღარ განმეორდება!"- აღნიშნავს გაიდაი. 

 

კომენტარები