აშშ-რუსეთი

რუსეთი აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს რეგიონალურ არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

ანდრეი კლიმოვი, ფედერაციული საბჭოს დროებითი კომისიის ხელმძღვანელი სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეებში ჩარევის თავიდან აცილების მიზნით

ანდრეი კლიმოვი, რუსეთის ფედერაციული საბჭოს დროებითი კომისიის ხელმძღვანელი სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეებში ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას რუსეთის რეგიონალურ არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.

კლიმოვის მტკიცებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ს შეიარაღებული ძალები რუსეთის არჩევნებში ერევიან, "ანტირუსული პროპაგანდის გავრცელებით". 

"სოციალურ ქსელებში გრძელდება ანტირუსული პროპაგანდის გავრცელება, მათ შორის ფეიკ-ანგარიშების გამოყენებითაც... ვინ აკეთებს ამას? ტრადიციულად, ყველა იტყვის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ახლა ჩვენ გამოვააშკარავეთ, რომ ამით დაკავებულია აშშ-ს ცენტრალური სარდლობა, ილუზია რომ არ არსებობდეს, ვინ და რატომ აკეთებს ამას... აშშ-ს ცენტრალური სარდლობა უკვე ასპექტია ახალი ომის, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებენ". – თქვა კლიმოვმა. 

რუსეთში 9-11 სექტემბერს რეგიონალური არჩევნები იმართებოდა.

კომენტარები