რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: ცხადია, რომ რუსეთმა აქ სპეციალურად განათავსა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები

ანალენა ბერბოკი ველიკა დიმერიკაში ვიზიტისას
Thomas Trutschel/​imago images

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევის ოლქის, ველიკა დიმერიკას დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, რომ ადგილზე ნანახით შოკირებულია და ცხადია, რომ რუსეთმა აქ სპეციალურად განათავსა არამხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო, არამედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებიც.

"რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია. ცხადია, რომ აქ სპეციალურად განათავსეს არამხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო, არამედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებიც. აქ, სადაც ეს დამალული იარაღები ყოველდღიურად ემუქრებიან ბავშვების, ქალებისა და ოჯახების სიცოცხლეს, ჩვენი მხარდაჭერილი პროექტები ცოტათი მეტ თავისუფლებასა და დაცულობას უზრუნველყოფს". - თქვა ბერბოკმა.

ამასთან, ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია აუცილებლად გააგრძელებს უკრაინისთვის განაღმვით სამუშაოებში დახმარებას. გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინაში ნაღმების განადგურებისთვის სულ 6 მილიონი ევრო გამოყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში გერმანია წლის ბოლომდე კიდევ 1 მილიონ ევროს გამოყოფს.

ბერბოკის თქმით, მისი უკრაინაში ყოფნა იმის ნიშანია, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის გვერთში დგომას იქამდე, სადამდეც ეს საჭირო იქნება. განაგრძობს მისთვის იარაღის მიწოდებას, ასევე ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას.

კომენტარები