რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემია

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის, საშა ბეიკერის თქმით, უკრაინის კონტრშეტევამ, რომელიც 1 სექტემბერს ხერსონის ოლქში დაიწყო, აჩვენა, რომ უკრაინელებმა დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის ეფექტიანად გამოყენება შეძლეს

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევაში უკრაინელების წინსვლას. ვფიქრობ, ვიხილეთ იმედისმომცემი ნიშნები, თუნდაც ბოლო 2 დღეში". - თქვა ბეიკერმა. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ოპერაციას კონტრშეტევა უწოდა. აქამდე, ამ ტერმინის გამოყენებას მაღალჩინოსნები თავს არიდებდნენ, მათ შორის იყვნენ აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და შეაიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი. 

კომენტარები