ქალის დაჭრა

ოზურგეთში მამაკაცმა მეზობელი ქალი გულმკერდის არეში დაჭრა

ოზურგეთში 51 წლის მამაკაცმა 55 წლის მეზობელ ქალს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი ვ.მ. ოზურგეთში, ცხელ კვალზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები