რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი დასავლეთს რუსეთის მიმართ პროვოკაციაში ადანაშაულებს

Adem Altan/AFP/Getty Images

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლეთს რუსეთის მიმართ პროვოკაციაში ადანაშაულებს.

"შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დასავლეთის დამოკიდებულებას [რუსეთის მიმართ] არ არის სწორი. ეს პროვოკაციაზე დაფუძნებული პოლიტიკაა". - თქვა ერდოღანმა ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინაში ომის მიუხედავად თურქეთი რუსეეთან კავშირს განაგრძობს. 5 აგვისტოს ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ინდუსტრიებში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ შეთანხმდნენ.

მათ ასევე ხაზი გაუსვეს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ სტამბულის შეთანხმების განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის რუსული მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტს. 

საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი რუსეთის ვიცეპრემიერს, ალექსანდრ ნოვაკს ციტირებს: მისი თქმით, რუსეთი და თურქეთი, ასევე, რუსული ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ.

მხაარებმა, ამასთანავე, სირიისა და ლიბიის საკითხი განიხილეს. შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.

კომენტარები