დასავლური სანქციები

ჩერგოლეიშვილი: სანქციები დროის საკითხია, თუმცა არ მომწონს შიდა კამპანიის ამაზე აწყობა

სანქციები ჩემი აზრით მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა მე ძალიან არ მომწონს შიდა კამპანიის ამაზე აწყობა იმიტომ, რომ სანქციები არ არის ჩვენს ხელში. ჩვენს ხელში არის კომუნიკაცია ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხი უნდა დადგეს ქუჩაში და როდესაც ასიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოდის, ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ იმის რესურსი, რომ თავიანთი მხარდამჭერები გარეთ შეინარჩუნონ იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

რაც შეეხება იმას, სხვა მთავრობები რას გააკეთებენ ამაზე შიდა კამპანიის აწყობას, მე ეს არ მგონია სწორი, ეს აღიზიანებს დასავლეთსაც, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ დასავლეთს ველოდებით.

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რა არის ჩვენი გასაკეთებელი, სანქციები ძალიან კარგია და აუცილებლად იქნება. ოღონდ იქნება ეფექტური მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ შევძლებთ ხალხთან საერთო ენის გამონახვას და ხალხი ჩვენთან ნდობაში შემოვა. ხალხი ნდობაში ვერ შემოვა, თუ მათ მოვატყუებთ, რომ ანტიდასავლური ძალის პირობებში ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმა შესრულდება. იმ რეჟიმის პირობებში, რომელიც უბრალოდ იძახის, რომ დასავლეთი ომში გვითრევს და ქართველი ხალხის დახოცვა უნდა. ადამიანი, რომელიც დასავლეთს აბრალებს, რომ ქართველი ხალხის დახოცვა და გაჟლეტვა უნდა, იმ ადამიანებთან ერთად დასავლურ ინტეგრაციაზე და 12 პუნქტზე საუბარი არის დიდი ტყუილი და როდესაც ჩვენ ამას ვეუნბებით, ქართველ ხალხს ვაყენებთ ინტელექტუალურ შეურაცხყოფას და კიდევ უფრო მეტად ეთიშება ეს ხალხი პროცესს. ამ ხალხის გარეშე ივანიშვილის რეჟიმს ვერ დავამარცხებთ. სანქციები ადევს ლუკაშენკოსაც, მაგრამ იმიტომ, რომ საზოგადოება გატეხილია ეს სანქციები იმ ხალხს არ შველის. ამიტომ მე მოვერიდებოდი სანქციებზე კამპანიის აწყობას. სანქციები იქნება, ოღონდ იქნება ეფექტური, როდესაც თითოეული ოპოზიციური პარტია საკუთარი ამომრჩევლის მინიმუმ 10%-ის გააქტიურებასა და ქუჩაში დაყენებას შეძლებს

ამბობს ტაბულას დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი TV პირველის ეთერში.

კომენტარები