ბიძინა ივანიშვილი

კალაძე: ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის სამსახურში იყო და იქნება ყოველთვის

ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი, ადამიანი, რომელმაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავისა  და საკუთარი  ოჯახის სიცოცხლის ფასად გაგისტუმრათ თქვენ - ნაციონალური მოძრაობა, კრიმინალები, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო ადამიანების წამებით, ადამიანების გაუპატიურებით საპყრობილეში, იმ უმძიმესი მოპყრობით. სიტყვებით გადმოცემაც კი მიჭირს იმ რეალობის, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში იმ წლების განმავლობაში. ამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, შემოსულიყო პოლიტიკაში და მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და არჩევნების, ცივილური  გზით, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში ხდება, გაგისტუმრათ იქ, სადაც საჭირო იყო. 

თქვენ ყველანაირად ცდილობთ, ცილი დასწამოთ და ტალახი ესროლოთ მას, მაგრამ არაფერი გამოგივათ. ეს ადამიანი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ასე იქნება ყოველთვის.

თბილისის მერი კახა კალაძე.

კომენტარები