რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ ანგარიში მომავალ კვირას გამოქვეყნდება

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
Reuters

IAEA-ის ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ ანგარიშს ორგანიზაცია მომავალ კვირას გამოაქვეყნებს

ვენაში დაბრუნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გროსიმ აღნიშნა, რომ 14-კაციანი დელეგაციიდან, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, 6 თანამშრომელი კვლავ ზაპოროჟიეში რჩება. გროსის თქმით, მომავალ კვირას ეს რიცხვი 2-მდე შემცირდება. დარჩენილი წარმომადგენლები ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს უწყვეტად, გრძელვადიან პერსპექტივაში დააკვირდებიან. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესვლა 1 სექტემბერს მოახერხეს. გროსის ინფორმაციით, მისიამ მოახერხა საკმარისი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვება ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობის რამდენიმე საათის განმავლობაში, დეტალების დაზუსტების გარეშე. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ IAEA-ს მისიამ ბევრი რამ ვერ დაინახა იმ ორნახევარი საათის განმავლობაში, რაც მან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაატარა.

1 სექტემბერს ოკუპანტების მიერ დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა - ის ობიექტში ორი მოქმედი რეაქტორიდან ერთ-ერთია.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა დააზიანეს ეელქტროსადგურის 330 კვ დამხმარე ელექტროგადამცემი ხაზი. მათივე ცნობით, გარდამავალ რეჟიმში, დიზელის გენერატორების გაშვებით გამოირთვება N2 არამოქმედი ენერგობლოკის ელექტრომომარაგება.

ელენრგოატომმა აღნიშნა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა ოკუპანტების დანაშაულებრივმა ქმედებებმა დანაყოფის გამორთვა და სადგურის დეენერგია გამოიწვია.


25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა

ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა უკანსკნელი მოქმედი ორი ენერგობლოკი. 

26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

კომენტარები