რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: ოკუპირებულ ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს, ნებისმიერი საშუალებით გავათავისუფლებთ

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მიერ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს, უკრაინის შეიარაღებული ძალები "ნებისმიერი საშუალებით" გაათავისუფლებენ. ამის შესახებ პოდოლიაკმა УНИАН-ის პროექტის Freeдом-ის ეთერში ისაუბრა.

"უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნებისმიერი საშუალებით გაათავისუფლებენ. ჩვენ იქ შევალთ და გავანადგურებთ რუსეთის იმ რაოდენობის აღჭურვილობას და ადამიანურ ძალას, რაც აუცილებელია ოკუპაციის დასასრულებლად". - თქვა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის თქმით, უკრაინას ყირიმისა და ხერსონის რეგიონის დეოკუპაციის უფლება აქვს, რადგან "დღეს მსოფლიო ამბობს, რომ ყირიმში რეფერენდუმი არ ყოფილა".

"ჩვენ გვაქვს ყირიმის დეოკუპაციის უფლება ისევე, როგორც ხერსონის რეგიონის. რასაც, ფაქტობრივად, ჩვენ გავაკეთებთ კიდეც. მხოლოდ HIMARS, 155 მმ-იანი ჰაუბიცები და ჩვენი ბრწყინვალე შეიარაღებული ძალები გადაწყვეტენ ყველაფერს". - თქვა პოდოლიაკმა.

კომენტარები