Rings of Power

"შვილმა მითხრა, მამა, გთხოვ, არ ჩაა**აო" – ჯეფ ბეზოსი RINGS OF POWER-ზე

Befunky

30 აგვისტოს ბეჭდების მბრძანებლის სერიალის Rings of Power-ის სპეციალური ჩვენება გაემართა, რომელსაც პრესის წარმომადგენლები და Amazon-ის თანამშრომლები დაესწრნენ. პრემიერაზე ოჯახთან ერთად იყო მისული ჯეფ ბეზოსიც. ჩვენების შემდეგ მილიარდერმა ბეჭდების მბრძანებელზე ილაპარაკა.

"ბაბუაჩემმა გამაცნო ტოლკინის სამყარო, 13 ან 14 წლის ვიყავი. მომენტალურად შემიყვარდა მისი თავგადასავლები, იმედისა და ოპტიმიზმის მომცემი დეტალური სამყარო და იდეა, რომ ყველას აქვს თავისი როლი ცხოვრებაში. მიხარია, რომ ეს ცოდნა და სიყვარული ჩემს შვილებსაც გადავეცი, ისინიც ტოლკინის უდიდესი თაყვანისმცემლები არიან. ჩემ ვაჟთაგან ერთ-ერთი ტოლკინის სამყაროს ნამდვილი სპეციალისტია და როდესაც მან შეიტყო რომ Amazon პროექტზე მუშაობას იწყებს, ჩემთან მოვიდა, თვალებში შემომხედა და მითხრა: მამა, გთხოვ, არ ჩაა**ა". – ამბობს ბეზოსი.

Rings of Power-ს კინოკრიტიკოსების დიდმა ნაწილმა დადებითი შეფასებები მისცა. სერიალი ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული პროექტია, რომელიც ბეზოსის კომპანიას 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

The Lord of The Rings: The Rings of Power-ის პირველი და მეორე სერიები 2 სექტემბერს გამოვიდა.

კომენტარები