რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BBC: რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ოფიციალურმა პირმა ხერსონი დატოვა

BBC

ოკუპანტების მიერ დანიშნულმა ე.წ. მმართველის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა ხერსონი დატოვა და რუსეთიდან მუშაობს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

როგორც BBC წერს, სოციალური მედიის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ სტრემოუსოვის ბოლო ვიდეო მიმართვები ვოროჟნეში, სასტუმრო მარიოტშია გადაღებული. BBC ასევე წერს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რატომ ან როდის დატოვა მან ხერხონი, თუმცა დადასტურებულად იციან, რომ ის რუსეთის დასავლეში მდებარე ქალაქშია.  

ვოროჟნე უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში, ხერსონიდან კი, დაახლოებით, 740 კილომეტრშია. 

გუშინ, 29 აგვისტოს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 

"ოპერაცია ღამით, რუსული პოზიციებისა მასიური დაბომბვით დაიწყო". - თქვა წყარომ, რომლის ვინაობაც CNN-მა უსაფრთხოების მიზნით არ დაასახელა. 

წყაროს ცნობით, გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკაარხანგელსკოეტომინა ბალკა და პრავდინო. მედიას წყარომ აცნობა, რომ განადგურებილია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, ასევე ბევრი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია, ბევრი კი ტყვედ ჩავარდა. 

კომენტარები