თელასი

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

telasi.ge

ხვალ, 29 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის (ნაწილობრივ), შავიშვილის, ქავთარაძის, ძოწენიძის, გამრეკელის, ზურაბ ანჯაფარიძის და მარგიანის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბგის გამზირის (ნაწილობრივ), კალისტრატე ქუთათელაძის, ასმათის, დავარის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ნესტან დარეჯანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II და VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის,  ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების, ზემო ფონიჭალის დასახლების და  სპირიდონ ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდარეხის, აბუსერიძე-ტბილის, სახალხოს, აბაკელის და ბოჭორმის ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, ვარკეთილო-3 X კვარტლის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), შუამთის, აბაშვილის, ქიზიყის, სამგორის, თვალჭრელიძის, სურგულაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, ძმები ზუბალასვილების, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ზურაბ ჟვანიას, ინგოროყვას, ჩიტაძის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, მანჯგალაძის, აბაშიძის, ლერმონტოვის, ტაბიძის, დადიანის, გუდიაშვილის, პუშკინის, ვაჩნაძის, ასათიანის, მაჩაბელის და ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები