რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა მელიტოპოლში ოკუპანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა გაანადგურეს

რუსების მიერ ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ოკუპანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა გაანადგურეს. 

"მტრის დანაკარგებზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია - უკრაინის მიწაზე ოკუპანტები რბილად რომ ვთქვათ, თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ, რადგან მათ არავინ ელის. უკანაკნელი 3 კვირაა, რაც ისინი ყოველდღიურად განიცდიან დანაკლის. მოველით კეთილი ნების ჟესტს - მათ უნდა დატოვონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები", - წერს ქალაქის მერი. 

ფედორივის ცნობით, აფეთქება ღამით მოხდა მელიტოპოლში, ქალაქიდან 10 კილომეტრის დაშორებით მოხდა. 

კომენტარები