კობი ბრაიანტის გარდაცვალება

კობი ბრაიანტის ცოლი, ვანესა ბრაიანტი კომპენსაციის სახით $16 მილიონს მიიღებს

კობი ბრაიანტის ცოლმა, ვანესა ბრაიანტმა სასამართლო მოიგო და ის კომპენსაციის სახით 16 მილიონ დოლარს მიიღებს.

ნაფიც მსაჯულების გადაყვეტილებით, ლოს-ანჯელესის შერიფის თანამშრომლებმა და მეხანძრეებმა შემთხვევის ადგილიდან ტრაგედიის ამსახველი ფოტოების გავრცელებით ვანესა ბრაიანტის პირადი სივრცე დაარღვიეს და მას ემოციური ტრავმა მიაყენეს.

15 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს კრის ჩესტერიც, რომლის ცოლი და შვილი ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლენ.

2020 წლის 26 იანვარს, კალაბასასში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილო ჯიანა ბრაიანტი დაიღუპნენ. ავიაკატასტროფას მთლიანობაში 9 ადამიანი ემსხვერპლა

კომენტარები