რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ცნობით, უკრაინამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციის შენობა დაბომბა

მარცხნივ - დენის პუშილინი იერიშის შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში; მარჯვნივ - ე.წ. დსრ-ს ადმინისტრაციის დაზიანებული შენობა

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის, დონეცკის მარიონეტი რეჟიმი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციის შენობა დაბომბა.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიების ცნობით, შენობაში გაჩნდა ხანძარი. იგივე წყაროები დონეცკის დაბომბვის შედეგად მსხვერპლზეც იტყობინებიან.

ე.წ. ადმინისტრაციის შენობაში მდებარეობს დონეცკის მარიონეტი ლიდერის, დენის პუშილინის ოფისი. რუსული მედიის ცნობით, ის არ დაშავებულა და "უსაფრთხო ადგილზე იმყოფება". 

დაბომბვის შემდეგ დენის პუშილინმა შემთხვევის ადგილიდან ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

მომხდართან დაკავშირებით უკრაინას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები