მიხეილ სააკაშვილი

ადვოკატი: უკვე შევუდექით სააკაშვილის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის წერას

შალვა ხაჭაპურიძე და მიხიელ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, უფლებადამცველებმა უკვე დაიწყეს სასამართლოსთვის წარსადგენ შუამდგომლობაზე მუშაობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას მოითხოვს.

"ადვოკატები უკვე შევუდექით შუამდგომლობის წერას. ეს არ იქნება მარტივი შუამდგომლობა. სულ სხვა სტანდარტით იწერება, აქ ჩართული იქნება სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული და საერთაშორისო სამართლის საკმაოდ საინტერესო პრაქტიკა, რომელიც არსებობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქმეში ასევე ჩართულები იქნებიან სასამართლოს მეგობრები, გვარებს ჯერ ვერ გავაჟღერებ. ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველი იყოს აუცილებლად. იქნება ერთი ევროპელი, სტრასბურგის საქმეებზე მომუშავე სასამართლოს მეგობარი, იქნება ორი ქართველი". – თქვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ამჟამად სააკაშვილი კლინიკა ვივამედში იმყოფება.

კომენტარები