სოსო გოგაშვილი

გომელაური გოგაშვილზე: აბსურდია, კავშირი არ ყოფილა, ნაცნობის, თუნდაც მტრის ოჯახს პატივს ვცემ

ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია. არანაირი კავშირი არ შემდგარა, პირველ რიგში, მინდა, ეს ვთქვა. მეორე, ვინც მე მიცნობს პირადად, იცის, რომ ოჯახს, ჩემს ოჯახს, ჩვენი ნაცნობების, თუნდაც, მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ. ჩემგან ასეთი რაღაც არასდროს არ წასულა არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით [დავმუქრებოდი] კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - ეს ვერ მოხდებოდა, ეს არის სრული აბსურდი. 

ძალიან სამწუხაროა, გული მწყდება. სოსო გოგაშვილი რომ გავიცანი 2019 იყო, წამოვიყვანე მე პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, აღარ მახსოვს - იყო განყოფილების უფროსი, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე გენინსპექციაში. მე მაშინ მოადგილე ვიყავი, შს მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ვთხოვე მას, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. ბოლოს ჩემი პირველი მოადგილე გახდა, თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, ოჯახებით დავახლოვდით. სამწუხაროა, ახლა ის აცხადებს, რომ თურმე 3 წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე, ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, თურმე გომელაური ციხეში უნდა იჯდეს და ა.შ. აქედან გამომდინარე, 2018-ში მოხდა მისი გათავისუფლება თანამდებობიდან, რატომ მოხდა ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის. არაერთხელ დამიცვია გუნდისგან, ახლა არ ვიტყვი, რატომ მოხდა. ახლა არ ვიტყვი, ყოველ შემთხვევაში.

ამბობს შს მინსტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეზე, სოსო გოგაშვილზე. სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ გომელაურს ტელეფონით ესაბრა და მან "ოჯახის ამოწყვეტაზე" ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მუქარა გადასცა. 

კომენტარები