კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით გასულ 1 კვირაში 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 12 338 შემთხვევა

გასულ 1 კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი. 

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 16.58%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის 16.70%.  

16 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 1 723 087 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მათგან 16 883 გარდაიცვალა, 1 692 387 კი გამოჯანმრთელდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება. 

კომენტარები