რიგგარეშე არჩევნები

"დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება" – ჯაფარიძე სამოქმედო გეგმაზე საუბრობს

"დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით - ამას ვაპირებ დავუთმო დრო". - სამოქმედო გეგმის შესახებ გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ სექტემბრიდან თანამოაზრეებთან ერთად სწორედ ამას დაუთმობს დროს, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

"მე გთავაზობთ ოცნებისთვის ძალაუფლების წართმევისთვის ბრძოლას. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. მჯერა, რომ ხელისფლებაში მოკალათებულ ორკებს ხელი უნდა შევუშალოთ ძლააუფლების შენარჩუნებაში. 

მე გთავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას, არ მაინტერესებს რომელი აპრტიის მხარდამჭერი ხარ, არც ის მაინტერესებს, ვის დაუჭერთ მხარს მომავალში, მაინტერესებს მხოლოდ სამი რამ - გააზრებული გაქვს თუ არა, რომ თავზე ძალაუფლების უზურპატორი რუსების მონები გაზიან; გააზრებული გაქვს თუ არა, რომ არჩევანის უფლებას მხოლოს ქუჩაში ბრძოლით დაიბრუნებ და მზად ხარ თუ არა ასეთი ბრძოლისთვის". - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის თქმით, არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილებების მონაწილეობის შასნი და მთავარ მიზნად რიგგარეშე არჩევნების სწრაფად მიღწევა უნდა იქცეს.

ჯაფარიძის თქმით, სწორედ რიგგარეშე არჩევნების სწრაფად დანიშნვის მოთხოვნით სამოქალაქო პროტესტი საჭიროა, რადგან მისივე თქმით, ქვეყანას დღეს ერთი კაცის მსახური ადამიანები მართავენ, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ, რათა არ დაკარგონ ძალაუფლება.

"მზად არიან დედა აგინონ დასავლეთს, ლანძღონ ევროკავშირის ყოფილი ელჩი და ევროპარლამენტარები. ჭორების კორიანტელში გახვიონ ამერიკის მოქმედი ელჩი, ციხეში მოკლან მესამე პრეზიდენტი, აგინონ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ცოლისთვის მანქანის თხოვების გამო ციხეში ჩასვან კრიტიკული მედიის მფლობელი, მეორე მფლობელი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე სცემონ, ქუჩაში ბრბოს სიკვდილამდე აცემინონ და პირდაპირ ეთერში დაამცირონ ჟურნალისტები და მერე ეს გაამართლონ კაცობით. სინდისის მქონე ყველა ადამიანმა იცის, რომ ამ ხახლხს ძალაუფლება აქვს მიტაცებული, შესაბამისად, ძალაუფლების მქონე ყველა ინსტიტუტი ამ ქვეყანაში არალეგიტიმურია, პარლამენტი, მთავრობა... დასავლეთმა გასაგებად გვითხრა, სანამ მმართველობსი ეს ფორმა, ოლიგარქიად წოდებული არ დასრულება ამ ქვეყანაში, არ იქნება არანაირი წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე". - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს სისტემა თავის თავს არ დაასრულებს და ქართულ ოცნებას ძალაუფლება მხოლოდ შეიძლება - წაართვა.

ჯაფარიძის ვიდეომიმართვას თან ბმული ახლავს, რომლის შევსებაც მსურველებს შეუძლიათ, რათა დაანონსებული სამოქმედო გეგმის მონაწილეები გახდნენ.

კომენტარები