უკრაინა

არესტოვიჩი: საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვიყრი, თუ ზელენსკი აღარ მიიღებს მონაწილეობას

ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი მზად არის, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღოს მხოლოდ იმ პირობით, თუ სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი კენჭს მეორე ვადით აღარ იყრის. 

ამის შესახებ არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩემი რეიტინგი ახლა პრეზიდენტის რეიტინგია. მე არ ვემიჯნები პრეზიდენტს და არასდროს გავემიჯნები ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ. შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ.. იმიტომ, რომ მე არ ვთამაშობ ბინძურად". - თქვა მან. 

არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ საომარი სიტუაციის დროს საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არასწორად მიაჩნია. 

"თუ ის [ზელენსკი] იყრის კენჭს მეორე ვადით, ბუნებრივია, მე არ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია". - დასძინა არესტოვიჩმა. 

მისი თქმით, მას პრეზიდენტობა სჭირდება, რათა დაეხმაროს ხალხს და "რამე კარგი გააკეთოს".

კომენტარები