რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ თვლის, რომ ომისთვის შესაძენად რუსეთმა ირანული დრონების შესწავლა დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ირანში დრონების შესწავლა დაიწყეს, რაც ნიშანია, რომ მოსკოვი უკრაინაში ომისთვის ირანული საბრძოლო სისტემების შეძენას გეგმავს.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსი ოფიციალური პირები ირანში ატარებდნენ სწავლებას, როგორც შეთანხმების ნაწილი, რომელიც ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას გულისხმობს". – თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-თან საუბარში. მისივე თქმით, ჩატარებული სწავლების შესახებ დაზვერვის ინფორმაცია ახლა გასაიდუმლოებულია.

თავდაპირველად ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დელეგაცია ივნისის შემდეგ ცენტრალურ ირანში მინიმუმ ორჯერ ეწვია აეროდრომს, რათა შეესწავლა საბრძოლო დრონები. ამას ადასტურებდა ექსკლუზიურად CNN-ის მიერ მოპოვებული სატელიტური სურათებიც.

CNN-მა კომენტარისთვის მიმართა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოსაც, თუმცა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ივლისში თქვა, რომ რუსეთს "ამ საკითხზე კომენტარი არ აქვს".

კომენტარები