რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს

რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს – მისი გათავისუფლებით.

რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდებით უკრაინულ ყირიმს. ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, დონეცკიდან ენერგოდარამდე, ლუგანსკიდან იალტამდე, ბერდიანსკიდან ნოვოფედორივკამდე – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ნაწილია, ეს ყველაფერი უკრაინაა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 9 აგვისტოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

კომენტარები