რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი აფეთქებაზე: ყირიმი ტერორისტების სამხედრო ბაზა არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში რუსეთის ავიაბაზაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყირიმი ტერორისტების სამხედრო ბაზა არ არის და ეს მხოლოდ დასაწყისია.

"რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. ყირიმი ეროვნული პარკის უნიკალური ბუნებით მომავალი მსოფლიო კურორტია და არა სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია". - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. 

9 აგვისტოს ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:30-ზე ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება გაისმა. მათ შორის 3 განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რომელმაც კვამლი გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამ ახლომდებარე ქალაქ საკიში სირენების ჩართვაც გამოიწვია. 

კომენტარები