რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვა: ყირიმში, რუსეთის ავიაბაზაზე თავდასხმა არ ყოფილა, საბრძოლო მასალა აფეთქდა

REUTERS

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმში რუსეთის სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქება საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. სამინისტროს განცხადებით, არ არიან დაშავებულები.

თუმცა, ყირიმის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა. 

ყირიმის რუსმა გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა Telegram-ზე შემთხვევის ადგილიდან ვიდეო გამოაქვეყნა და დასძინა, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე მუშაობს, თუმცა დაშავებულებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 

"ჯერჯერობით, სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში არცერთი მოქალაქე არ გადაუყვანიათ". - წერს აქსიონოვი. 

ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:30-ზე ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება გაისმა. მათ შორის 3 განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რომელმაც კვამლი გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამ ახლომდებარე ქალაქ საკიში სირენების ჩართვაც გამოიწვია. 

კომენტარები