იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

ბოკერია: ქვეყნის შიგნით უნდა მოვუგოთ ყველას, ვინც პუტინის რუსეთის გამართლებას შეეცდება

ამ ვითარებაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ბოროტების იმპერიის მკაფიოდ მხილებას საქართველოში, ჩვენი საზოგადოების შიგნით და გარეთ. ვინმე იტყვის, რომ ჩვენ ხომ ეს ვიცით, ეს სიმართლეა, დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, მაგრამ ბოლომდე გააზრება და ამ უტიფარ პროპაგანდასთან სიმართლის დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია მორალურადაც და პრაგმატულადაც. ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ეს საკითხი გავიტანოთ საერთაშორისო ასპარესზე, რადგან უკრაინაში მომხდარმა მოვლენებმა საერთაშორისო კონიუკტურა შეცვალა. თუმცა, ამას ჭირდება ხელისუფლების ცვლილება და სანამ ამ ხელისუფლებას შევცვლით, მანამდე ჩვენ გვჭირდება მორალური მომზადება - ქვეყნის შიგნით უნდა მოვუგოთ ყველას, ვინც ცდილობს, რომ პირდაპირ თუ ირიბად გაამართლოს ეს ბოროტების იმპერია, პუტინის რუსეთი. ამის წინააღმდეგ ყველაზე კარგი იარაღი არის სიმართლე, თუნდაც ეს იყოს მძიმე, თუმცა აქ მძიმე ამბის დამალვა კარგს არაფერს არ მოგვიტანს. ხოლო ყველა ის ადამიანი, რომელიც შეეცდება, რომ ამ ყველაფერში რუსეთის როლი მიჩქმალოს, უნდა იყოს პოლიტიკური კეთროვანი. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა.

კომენტარები