დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისლამური ჯიჰადის კიდევ ერთი ლიდერი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური პირების ცნობით, ღაზის სექტორზე თავდასხმისას მოკლეს ისლამური ჯიჰადის უფროსი ლიდერი, ხალედ მანსური.

ხალედ მანსური ქალაქ რაფაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ის სამხრეთ ღაზაში ტაისირ ჯაბარის მსგავს პოზიციას ფლობდა: ჯაბარი - ტერორისტული ჯგუფის მეთაური ჩრდილოეთ ღაზაში, გუშინ, 6 აგვისტოს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

 მეორე დღეა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის შეტაკებები გრძელდება. 

გუშინ, 5 აგვისტოს გასული წლის 11-დღიანი ომის შემდეგ, ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის ყველაზე მძიმე შეტაკება დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ისლამური ჯიჰადის საფრთხის გამო ღაზას სექტორის დაბომბვას იწყებდნენ. შეტაკებისას დაიღუპა ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი. 

მანამდე, 2 აგვისტოსს ისრაელის სამხედროებმა ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მმართველი, ბასამ ალ-საადი ქალაქ ჯენინში, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს, რის გამოც შურისძიებით ისლამური ჯიჰადი საჯაროდ იმუქრებოდა. ისრაელის ოფიციალურმა პირების ცნობით,მათ ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ჯგუფი გეგმავდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამხედრო და სამოქალაქო მანქანებზე თავდასხმას. მოსალოდნელი საფრთხის გამო, 5 აგვისტოს ისრაელმა ისლამური ჯიჰადის სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო. 

კომენტარები