დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

"ვემზადებით, რომ ისლამურ ჯიჰადთან შეტაკება ერთ კვირას გასტანს" – ისრაელის თავდაცვის ძალები

Mahmud Hams/AFP

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ემზადებიან ღაზის სექტორში ისლამური ჯიჰადთან ერთკვირიანი ბრძოლისთვის, რადგან დაჯგუფებამ ისრაელისკენ 200-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. დღეს, 6 აგვისტოს ისრაელმაც განაახლა ღაზის სექტორის დაბომბვა - მათი თქმით, ეს დარტყმები ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ პრევენციულ ხასიათს ატარებს. 

სირენების ხმები თელ-ავივის სამხრეთ ნაწილში და სხვა ცენტრალურ ქალაქებში 5 აგვისტოს დაწყებული შეტაკების შემდეგ პირველად ისმის. პირველადი ინფორმაციით, რაკეტების ნაწილი "რკინის გუმბათმა" გაანეიტრალა, ნაწილი კი ღია სივრცეში ჩამოვარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ბოლო ინფორმაციით, ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 361 რაკეტა გაისროლა. ისრაელის ცნობით, მათ მხარეს სამი ადამიანი, მათგან ორი ჯარისკაცი, მსუბუქად დაშავდა.

ჰამასის ჯანდაცვის სამინისტრომ ღაზას სექტორში განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 125 დაიჭრა.

გუშინ, 5 აგვისტოსგასული წლის 11-დღიანი ომის შემდეგ, ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის ყველაზე მძიმე შეტაკება დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ისლამური ჯიჰადის საფრთხის გამო ღაზას სექტორის დაბომბვას იწყებდნენ. შეტაკებისას დაიღუპა ისლამური ჯაჰადის ერთ-ერთი ლიდერი. 

მანამდე, 2 აგვისტოსს ისრაელის სამხედროებმა ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მმართველი, ბასამ ალ-საადი ქალაქ ჯენინში, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს, რის გამოც შურისძიებით ისლამური ჯიჰადი საჯაროდ იმუქრებოდა. ისრაელის ოფიციალურმა პირების ცნობით,მათ ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ჯგუფი გეგმავდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამხედრო და სამოქალაქო მანქანებზე თავდასხმას. მოსალოდნელი საფრთხის გამო, 5 აგვისტოს ისრაელმა ისლამური ჯიჰადის სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო. 

კომენტარები