პროკურატურა

აჭარის პროკურატურა: ურეკში კრიმინალური პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა

აჭარის პროკურატურამ ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

უწყების ინფორმაციით, 6 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 საათზე, დაბა ურეკში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი თავისი მართვის ქვეშ მყოფი Hyundai Elantra-ს მარკის ა/მანქანით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პროკურატურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

კომენტარები