პროკურატურა

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - დაიწყო გამოძიება

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.

"ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები