დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში დაადასტურა.

"ეს ცვლილება მე დავადასტურე, უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს". - ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრი ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. მისივე თქმით, გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას. უცნობია, სად გააგრძელებს NCDC-ის ხელმძღვანელი საქმიანობას.

მისივე ცნობით, NCDC-ის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.

კომენტარები