საქართველო-აშშ

FBI-ის აკადემიაში პირველად ქართველი ქალი ოფიცერი ისწავლის

ამერიკის საელჩოს ცნობით, FBI-ის აკადემიაში პირველად ქართველი ქალი ოფიცერი, ანა ჩაკვეტაძე ისწავლის. 

"დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში". - წერს აშშ-ს საეჩო Facebook-ზე. 

FBI-ის საიტის ცნობით, აკადემიაში სტუდენტები საგნების ფართო სპექტრს სწავლობენ, რაც სამართალს, ეთიკასა და ბიჰევიორისტულ მეცნიერებას მოიცავს. ასევე, შეისწავლიან ინტერვიუს ჩატარებას, საგამოძიებო და სადაზვერვო ტექნიკებს. სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ მართონ კონტრტერორიზმი, კონტრდაზვერვა, მასობრივი განადგურების იარაღი, კიბერ და კრიმინალური გამოძიებები. 

აკადემიაში თითოეული მიღებისას ჩვეულებრივ 27-დან 30-მდე საერთაშორისო სტუდენტს, კლასის დაახლოებით 10%-ს, იღებენ. 170-ზე მეტი ქვეყნიდან 3500-მდე საერთაშორისო ლიდერმა დაამთავრა ეროვნული აკადემია.

კომენტარები