რუსი ტურისტები საქართველოში

რიჟვაძე რუს ტურისტებზე: ამ კამპანიის მიზანია, რომ ზაფხულის სეზონი ჩაიშალოს

მე მსურს, ჩვენს მტრებს მივუსამძიმრო, ვინაიდან, როგორც ეკონომიკა, ასევე ტურიზმი პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას ძალიან სწრაფად დაუბრუნდა. და რა თქმა უნდა, ის მიზანმიმართული კამპანია და პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს, მიმართულია და მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა, როგორმე ზაფხულის სეზონის ჩაშლა მოახერხონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები თავიდან ავიცილოთ. წლევანდელი ტურისტული სეზონი ალბათ, ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება.

თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. პარტია ლელოს ინიციატივაა, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ.  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან (მოქალაქე, რეზიდენტი) 247 149 ვიზიტორი შემოვიდა.

კომენტარები