დედაენის ბარი

დედაენის ბარის რეიტინგი გაიზარდა, ცუდი შეფასებები კი წაიშალა

დედაენის ბარის რეიტინგი 4.8 ვარსკვლავამდე გაიზარდა, ოკუპანტების ცუდი შეფასებები წაიშალა. 

"მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიცხადებთ გვერდში დგომისათვის, უთქვენოდ ძალიან ცუდი დღე გვექნებოდა.

ბევრმა თქვენგანმა შემოგვთავაზა მხარდაჭერა, ჯერ არ ვიცით რა არის სამოქმედო გეგმა და გპირდებით, რომ ყოველ ნაბიჯზე საქმის კურსში გამყოფებთ. კიბერშეტევა ისევ გრძელდება, მაგრამ თქვენი გამალებული ჩართულობით გუგლმა მთელი საეჭვო აქტივობა წაშალა და მთელი ეს ორომტრიალი ცუდი სიზმარივით გაქრა. რამდენიმე სქრინშოთი მაინც შემოვუნახეთ ისტორიას.

ძალიან გაბრაზებულები ვართ, დაუჯერებელია, რომ ამ ბოროტი კომენტარების უკან რეალური ადამიანები დგანან.

ორი რუსეთი არ არსებობს. მადლობა კარგო ხალხო!

viva უკრაინა viva ერთიანი საქართველო

ღრუსეთი კი თავის გემს მიყვეს ფსკერისაკენ "- აღნიშნულია ბარის FACEBOOK-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

4 აგვისტოს დედაენის ბარზე მთელი დღის განმავლობაში კიბერშეტევა მიმდინარეობდა. 

ბარში მოქმედებს ე.წ. ვიზა, რომლის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებმა სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ. ანკეტაში მოსანიშნია შემდეგი პუნქტები:

  • ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
  • ვგმობ რუსულ აგრესიაში უკრაინაში;
  • ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები;
  • აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა;
  • საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
  • საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია;
  • მე მომწონს ფრაზა Руский военный корабль, иди на хуй;
  • დიდება უკრაინას;

2 აგვისტოს დედაენის ბარმა პოსტი გამოაქვეყნა, მათი თქმით, უკმაყოფილო რუსი მომხმარებლები მასობრივად, სოციალურ ქსელებში ბარს ნეგატიურ შეფასებებს აძლევენ:

"1-ვარსკვლავიანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის "ადამიანი", რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად. რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს". – წერის 2 აგვისტოს პოსტში.

ასევე, ბარის სოციალური ქსელების გვერდებზე და პირად შეტყობინებებში იწერება ნეგატიური კომენტარები და მუქარები. 

კომენტარები