რუსი ტურისტები საქართველოში

მდინარაძე: ბევრი ტურისტი კარგია და ჩვენ მათ ეროვნების მიხედვით არ ვარჩევთ

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებას. არანაირი არსებითი ცვლილება არ არის და არც ტურისტი არ არის იმდენი, რომ საგანგაშო იყოს. თან ტურისტია. როდესაც ყალბი ინფორმაციები ვრცელდება, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ რუსების სახით უკვე შემოსულია საქართველოს მოსახლეობის 10%, ეს ასე არ არის. ეს რიცხვი 7%-ს შეადგენს და ისიც ტურისტული მიზნით. მათი უმრავლესობა გასულია და ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში. ტურისტი რუსიც შემოდის, უკრაინელიც, ბელორუსიც, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებიდანაც და ევროპის ქვეყნებიდანაც. ეს არის ძალიან კარგი. ბევრი ტურისტი არის კარგი და ჩვენ ტურისტებს ეროვნებით არ ვარჩევთ. ეს ყველამ დაიმახსოვროს. 

განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან (მოქალაქე, რეზიდენტი) 247 149 ვიზიტორი შემოვიდა.

კომენტარები