ქართული ოცნება

მაჭარაშვილი: არ გამოვრიცხავთ, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია

არ გამოვრიცხავთ, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. სამწუხაროდ, აშშ-ს ელჩის მხრიდან არაა იმ კითხვებზე პასუხები გაცემული, რა კითხვებიც გავაჟღერეთ. ჩვენ გვაქვს მიზნად დასახული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ავაცილოთ ამ ურთიერთობებს ის ზიანი, რომელიც შესაძლოა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ვინმეს ჰქონდეს დაგეგმილი.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა - ხალხის ძალა დააფუძნეს

კომენტარები