რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ოკუპანტები აზოვსტალში როკ რონცერტის გამართვას გეგმავენ – ანდრიუშჩენკო

Alexander Ermochenko/Reuters

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს თქმით, რუსი ოკუპანტები აზოვსტალის ტერიტორიაზე როკ კონცერტის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ ანდრიუშჩენკო TELEGRAM-ში წერს და აღნიშნავს, რომ პუტინის "ახალგაზრდული" მოხუცებთან სამღერად დაჰყავთ. 

"პუტინის ახალგაზრდული სულ უფრო და უფრო მატულობს. საშინელმა საზიზღრობამ სახელმწიფო მოხალისეების სახით "ახალგაზრდა გვარდიამ "აზოვსტალში როკ კონცერტი დაანონსა"- წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი. 

ცნობისთვის, რუსეთის ვიცეპრემიერმა მარატ ხუსნულინმა RBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მარიუპოლში მდებარე მეტალურგიული ქარხანა აზოვსტალის ტერიტორიაზე ტექნოპარკი მოეწყობა. 

მისი თქმით, ნაწილობრივ დანგრევის შემთხვევაში ქალაქის ცენტრში ისტორიული შენობები აღდგება. ის ამტკიცებს, რომ 2025 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 350 ათას ადამიანამდე გაიზრდება. ხუსნულის თქმით, პირველი საცხოვრებელი და სოციალური ობიექტების მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება.


რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. 29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რუსი დამპყრობლებისგან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლდება.

კომენტარები