მეხის დაცემა

ინდოეთში სხვადასხვა ადგილას მეხის დაცემას ჯამში 20 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბიჰარის შტატში 8 სხვადასხვა ადგილას მეხის დაცემამ ჯამში 20 ადამიანი იმსხვერპლა.

მეხის დაცემა მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია, რომელიც ინდოეთში სეზონურად, კვირების განმავლობაში გრძელდება. მუსონური წვიმების პერიოდში მეხის დაცემით რეგიონში ასობით ადამიანი კვდება.

ადამიანების ამ რაოდენობით დაღუპვის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ინდოეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი ქუჩაში სხვადასხვა სახის სამუშაოებში იღებს მონაწილეობას, რაც მათ სიცოცხლეს უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ისინი დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით დაახლოებით 5 000 აშშ დოლარს გადაუხდიან.

კომენტარები