პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თვითონ წერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, რადგან ის გამსჭვალულია, ერთის მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებით. ქვეყნისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთმნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელი დამოკიდებულებები, რომლებიც ამ საჭირბოროტო საკითხების მიმართ არსებობს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ ფრაგმენტს, რომელიც ეხება იგივე სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს მოითხოვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად შეფასებას. მოწოდება საგარეო ვექტორთან მიმართებაში, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ახლა ხელისფლებამ შეინარჩუნოს სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რომლებიც არსებობს სტრატეგიულ პარტნიორებთან.