რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
tbl.ge/638u
დაკოპირდა

ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მისი ადვოკატები ავრცელებენ. 21 ივლისს აშშ-ს ელჩმა თქვა, რომ "მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია". რაც შეეხება ელჩის საქართველოში ყოფნის ბოლო 2.5 წლის განმავლობაში გამართულ შეხვედრებს, კელი დეგნანი ამბობს, რომ "არცერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება". აშშ-ს ელჩმა ეს კომენტარი ბიძინა ივანიშვილის დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე გააკეთა. კერძოდ, ყაველაშვილის თქმით, "იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი“.
ამავე თემაზე
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო
- განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები – ბოჭორიშვილი სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა
- გამოთქვა ურთიერთობის განახლებისთვის მზადყოფნა - კობახიძე სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა
- ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ
- კობახიძე და ბოჭორიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ




