რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვში მწუხარების კედელზე ომის წინააღმდეგ აქციაზე ყვავილების დადებისთვის 8 პირი დააკავეს

astra

მოსკოვში, "მწუხარების კედელთან" ყვავილების დადების გამო 6 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას მედუზა ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანი იყო. პოლიციამ აქტივისტებთან ერთად დააკავა პროკრემლის რადიკალური მოძრაობის SERB-ის წევრი. 

მედიის ცნობით, პოლიციამ ასევე დააკავა აქტივისტი ტატიანა მატვეევა, რომელსაც ეჭირა პლაკატი "ჩვენ უნდა გადავარჩინოთ სამყარო არა სისხლით, არამედ მეგობრობითა და სიყვარულით".

დაკავებულთა უმეტესობა პროტოკოლის გარეშე გაათავისუფლეს. მატვეევას წინააღმდეგ ჯარის "დისკრედიტაციის" მუხლით ოქმი შეადგინეს. 

კომენტარები