მოგეხსენებათ, ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო დეპოლარიზაცია, რაც თანამშრომლობას გულისხმობს, პროცესში მონაწილეობას. ევროპული პოლიტიკისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიციის სტილი, მათი მთავარი ხელწერა ქუჩის პოლიტიკაა, დესტაბილიზაცია, ინსტიტუტებზე თავდასხმის პოლიტიკა. ვფიქრობ, ევროპარლამენტის დელეგაციამ ამ ორი დღის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის ამ ქცევას ზუსტი შეფასება მისცა. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ სურთ, საქართველოში ნახონ ევროპული, მშვიდი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა. პირდაპირ მოუწოდეს ამ პარტიებს, რომ პროცესში ჩაერთონ და იმუშაონ, მეტი რა უნდა გააკეთონ? უნდა გვესმოდეს, რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, არის ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული ქცევა. ეს ევროპულ წესებში არ ჯდება და ზუსტად ამაზე პირდაპირ მიანიშნეს და უთხრეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა. მეორე მხარესაც რომ შევხედოთ, რადიკალური ოპოზიცია თავს იტოვებს პოლიტიკურ ოფსაიდში. ეს პირველ რიგში მათ აზიანებს. რა თქმა უნდა, მმართველი გუნდი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საქმიანობას გააგრძელებს. ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფები, კომიტეტები მუშაობენ და რა თქმა უნდა, ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ევროპასთან არის შეთანხმებული, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ და შევასრულებთ დაკვეთასა და მიზანს, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ განსზაღვრა. ეს არის საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში.
tbl.ge/6359
დაკოპირდა
თქვა პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ. მომავალი კვირიდან ოპოზიციური პარტიების ნაწილი ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს. ისინი პუნქტების შეასრულებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ შექმნილ ჯგუფებსა და კომიტეტებს უნდობლობას უცხადებენ.
ამავე თემაზე
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია
- შარლ მიშელი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს