ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ბელგიამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება დაასრულა

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჯა ლაბიბი და თავდაცვის მინისტრი, ლუდივინ დედონდერი

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჯა ლაბიბის თქმით, ქვეყანამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების პროცედურა დაასრულა. 

"ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, რათა დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება, თავისუფლება და დემოკრატია". - წერს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჯა ლაბიბი Twitter-ზე.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ალიანსის 30 წევრიდან 15-ის მიერ უკვე რატიფიცირებულია. 


18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი 5 ივლისს მოაწერეს. ამის შემდეგ, მოკავშირეებმა ქვეყნების NATO-ში მიღების გადაწყვეტილება უნდა დაადასტურონ, რომელიც 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოება იქნება.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

 

კომენტარები