საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: ჰარცელი საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს

ითქვა, რომ კრიტიკა, უმჯობესია, პოლიტიკოსების მიმართ იყოს გამოთქმული, ვიდრე დიპლომატების მიმართო. სწორედ ამაზე გვქონდა პასუხი. სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანი, კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი მისი საქმიანობის შეფასება ისე, როგორც შევაფასეთ. 

კიდევ გავიმეორებ, რაც შეეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობებში მან, სამწუხაროდ, ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა. ეს არის ჩვენთვის ძალიან გულსატკენი. 

უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, უბრალოდ, დეტალებში მართლა არ მინდა შესვლა, მაგრამ შეგვიძლია პერიოდები გავიხსენოთ. ეს იყო პერიოდები, რომლებიც უკავშირდებოდა 8 მარტის შეთანხმების შემდგომ კვირებს, სადაც მას ჰქონდა ისეთი პოზიცია რაღაც თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი. ეს ერთი. მეორე – 19 აპრილის შეთანხმება როცა განიხილებოდა, იქ მოლაპარაკებების დროს მას ჰქონდა პოზიცია გარკვეულ თემებზე, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი. ამის შემდეგაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ჩვენ ასეთი დამოკიდებულება დავინახეთ. დავინახეთ დამოკიდებულება, სადაც ის საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე როგორც სუვერენულ სახელმწიფოს.

იმედის ეთერში თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩზე, კარლ ჰარცელზე აქამდე გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით.

კომენტარები