ქართული ოცნება

კობახიძე დეგნანზე: როცა ელჩისგან შეკითხვებზე პასუხები არ კეთდება, ეჭვები ღრმავდება

რაც შეეხება ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ერთი რამ: ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ თავდასხმას ქართველი თანამდებობის პირის მხრიდან ამერიკის ელჩის მიმართ. არცერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან. დავსვით გარკვეული კითხვები ორ თემაზე: პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან, როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ბრალს დებს ელჩის სახელით ზეწოლაში, რა თქმა უნდა ამაზე კითხვების დასმა ჩვენი პასუხისმგებლობაა და ვერანაირ შემთხვევაში შეფასდება როგორც თავდასხმა. 

ასევე, შეგახსენებთ, ჩვენი კოლეგის მხრიდან, პარლამენტარის მხრიდან დაისვა რამდენიმე შეკითხვა. ერთია, რამდენად შეგვიძლია ჩავერთოთ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ როგორც კი ხდება საჯარო დისკუსიის ნაწილი, მაგალითად რამდენად ემიჯნება ან არ ემიჯნება ელჩი ომის რიტორიკას და ა.შ. როდესაც ეს კითხვები ისმება, ამის შემდეგ ბუნებრივია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. აქაც გაჩნდა ჩვენი მხრიდან გარკვეული შეკითხვები. როცა მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივი პასუხების გაცემა და წერტილი დასმა და ეს არ კეთდება, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეჭვებს აღრმავებს. ეს არავითარ შემთხვევაში არაა თავდასხმა, როდესაც შეკითხვები ისმება, აქ შეიძლება მარტივად პასუხები გაიცეს და აქ ყველაფერი დამთავრდებოდა.

თუმცა, პრობლემა რა არის, როდესაც ელჩი პასუხს არ სცემს შეკითხვებს, საზოგადოებას კიდევ უფრო უღრმავდება ეჭვები და ეს არის საშიში.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის კომენტართან დაკავშირებით. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის სიტყვებით, ხელისუფლების ნაწილს სურს, ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს. მისივე თქმით, "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ ფორმებს, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი პარტნიორები".

კომენტარები