რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შეერთებული შტატები უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას გეგმავს

აშშ-ს საჰაერო ძალების სარდლობა უკრაინელი მფრინავების მომზადებას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ს საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები "რუსულ თვითმფრინავებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას ცდილობენ" და მთავრობა დასავლური გამანადგურებლების შეძენის შესაძლებლობას ეძებს.

ბრაუნის თქმით, შეერთებულ შტატებს "უკრაინაში საკუთარი საჰაერო ძალების შესაქმნელად აშშ-ს გრძელვადიანი გეგმის შემუშავება სურს".

მისივე თქმით, მფრინავების წვრთნა არის კომპლექსური საკითხი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საომარ მდგომარეობას და კიევის შესაძლებლობას, ქვეყნის გარეთ გაიყვანოს მფრინავები ხანგრძლივი ინსტრუქტაჟისთვის.

კომენტარები