მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს და რჩევა მივცე მომდევნო პრემიერმინისტრსა და კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ვინც არ უნდა იყოს ის - პირველი, იყავით ახლოს ამერიკელებთან, დარჩით უკრაინელების გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია ყველგან და ყოველთვის! შეამცირეთ გადასახადები და მოხსენით რეგულაცია ყველგან, სადაც შეგიძლიათ, რათა ბრიტანეთი იყოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად და ინვესტიციებისთვის. მე მიყვარს ხაზინა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ხაზინისთვის რომ მოგვესმინა M25-ს ვერ ავაშენებდით. კონცენტრირდით გზაზე, თუმცა არ დაგავიწყდეთ უკანა ხედვის სარკეების შემოწმებაც. და დაიმახსოვრეთ - რომ Twitter-ი არ არის ის, რაც მნიშვნელოვანია, არამედ ის ხალხი, ვინც აქ, სამართავად გამოგვზავნა. ამ თანამდებობაზე ყოფნა ჩემი ცხოვრების უდიდესი პრივილეგია იყო - ჩვენ შევცვალეთ დემოკრატია და აღვადგინეთ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, ჩვენ დავეხმარეთ ამ ქვეყანას პანდემიასთან გამკლავებაში და სხვა ქვეყანა ბარბაროსებისგან ვიხსენით. გულწრფელად რომ ვთქვათ, მისია შესრულებულია. მინდა მადლობა გადავუხადო შესანიშნავ პერსონალს, ყველა ჩემს მეგობარსა და კოლეგას - ასტა ლა ვისტა, პატარა!
tbl.ge/630m
დაკოპირდა

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერმინიტრის, ბორის ჯონსონის ბოლო სიტყვა ბრიტანეთის პარლამენტში. შიდაპარტიული უნდობლობის გამო, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამჟამად, ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრერმიერმინისტრობის თანამდებობაზე კენჭისყრა მიმდინარეობს. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი: UK აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციების დაფინანსებას
- გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის დიპლომატსა და მის ცოლს დიპლომატიური სტატუსი შეუჩერა
- სტარმერი: დიდ ბრიტანეთი აშშ-სგან განცალკევებით არასდროს მდგარა და ეს ახლაც შეცდომა იქნება
- სტარმერი ევროპასა და აშშ-ზე: უნდა უარვყოთ ცრუ არჩევანი ჩვენს მოკავშირეებს შორის
- ცივი ომიდან დღემდე თავდაცვის ხარჯების უდიდეს სტაბილურ ზრდას დავიწყებთ – სტარმერი




